საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენციო ტურნირში მორიგი მატჩი ჩაატარა და კანადის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 14:11 დაამარცხა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვა და სწორედ ამის ხარჯზე იმარჯვა. საქართველომ პირველ პერიოდში 3:1, ხოლო მეორე პერიოდში 3:2 იმარჯვა. აი, მესამე და მეოთხე პერიოდები ერთნაირი ანგარიშთ 4:4 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზემა.
შეგახსენებთ, საქართველომ პირველი შეხვედრა საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში 10:11 წააგო, ხოლო თურქეთთან ტენიკური მოგება ჩაეთვალა, რადგან მეტოქემ კორონავირუსის გამო ვერ ითამაშა. ამრიგად, ჩვენი ნაკრების აქტივში 2 მოგება და 1 წაგებაა და სატურნირო ცრილში მესამე ადგილზეა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს ჯგუფის აუტსაიდერ ბრაზილიასთან გამართავს, რომელმაც სამივე თამაში წააგო.
აქვე გეტყვით, ტოკიოს ოლიმპიადის საგზურისთვის 12 ნაკრები იბრძვის, რომლებიც ორ ექვსგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. შეგახსენებთ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში პირველად თამაშობს.