მადრიდის „რეალის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი შესაძლოა „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ფრანგ სპეციალისტს ტურინული კლუბიდან უკვე დაუკავშირდნენ. მოლაპარაკების დეტალები უცნობია. ანდრეა პირლოს თავკავობით „იუვენტუსმა“ ბოლო 9 სეზონში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
სერია A-ში ტურინელები 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.