დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგა ორი მერვედფინალური შეხვედრით განახლდება

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგა ორი მერვედფინალური შეხვედრით განახლდება

ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგა ორი მერვედფინალური შეხვედრით განახლდება. „ბარსელონასთან“ სათამაშოდ პსჟ კატალონიაში ერთ-ერთი ლიდერის, ნეიმარის გარეშე ჩავიდა.

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა „კაენთან“ სათასო შეხვედრაში საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც დღეს, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობას ვერ შეძლებს. ნეიმარი „ბარსაში“ 2013-2017 წლებში გამოდიოდა და 186 შეხვედრაში თავი 105 გოლით გამოიჩინა.

კითხვის ნიშნის ქვეშაა პარიზელთა კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ანხელ დი მარიას თამაშიც, „ბარსელონას“ კი ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო და როლანდ არაუხო ვერ დაეხმარება.

დღესვე, ცუდ ფორმაში მყოფი „ლივერპული“ ბუდაპეშტში „ლაიპციგთან“ გასვლით შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.