ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ერთმანეთის სიყვარულსა და ჩვენს გამხიარულებას, ალბათ, არასდროს შეწყვეტენ. დაბადების დღეები, არჩევნები თუ უბრალოდ ჰოლივუდური ოჯახის ყოველდღიურობა — წყვილს სოციალურ ქსელებში სახალისო პოსტებისა და კომენტარების დასაწერად ნებისმიერი მიზეზი ჰყოფნის. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ვალენტინობაა, რომელიც ბლეიკ ლაივლიმ ქმარს ინსტაგრამზე თმის შეღებვის ვიდეოთი მიულოცა.
"ამ დღეს ჩემს სტილისტთან მქონდა სექსი".ვიდეოში რაიან რეინოლდსი სტილისტის როლს ირგებს და ხელთათმანებითა და ფუნჯით "შეიარაღებული" ლაივლის ახალი ვარცხნილობისთვის იბრძვის. სავარაუდოდ, ვიდეო ლოქდაუნის დროსაა გადაღებული. მას 3 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
რეინოლდსის ვიდეოში ბედნიერი ლაივლი ციგით სრიალებს. ვიდეოს თან წყვილის ფოტოც ახლავს.აღსანიშნავია, რომ წყვილმა საზოგადოება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გაამხიარულა. ბლეიკმა რეინოლდსის გამოცდილება ინსტაგრამზე სასაცილოდ აღწერა:
"ეს რაიანისთვის პირველი იყო. ბუნებრივია, ეშინოდა. ყველაფერი ძალიან, ძალიან სწრაფად მოხდა. ის ქვითინებდა და თავი მოვაჩვენე, რომ მეც ვქვითინებდი. შემდეგ თავის მეგობრებს დაურეკა", — წერდა ლაივლი.აშკარაა, რომ ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი კიდევ ბევრჯერ გაგვაცინებენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ახალ-ახალი ხუმრობებისთვის მათ თვალი სოციალურ მედიაში მივადევნოთ.