82 წლის ბრიტანელმა ბებიამ მარტოხელა შვილიშვილი Tinder-ზე დაარეგისტრირა

82 წლის ბრიტანელმა ბებიამ მარტოხელა შვილიშვილი Tinder-ზე დაარეგისტრირა

მარტოხელა ინგლისელის, სკოტ ლეფერის ბებია ტრინამ შვილიშვილი პოპულარულ გასაცნობ აპლიკაცია Tinder-ზე დაარეგისტრირა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

„გამარჯობა, მე ტრინა ვარ, სკოტის ბებია. თითქმის ორი წელია მარტოა და ვფიქრობ, რომ დახმარება სჭირდება. ამიტომ ის აქ დავარეგისტრირე, რომ მეგობარი გოგო იპოვოს“, - დაწერა 82 წლის ქალმა შვილიშვილისთვის გახსნილ ანგარიშზე.

ტრინა აღნიშნავს, რომ მისი შვილიშვილი შრომისმოყვარე ადამიანია და კარგ ჩაის ამზადებს. ბებია ამბობს, რომ სკოტი სპორტის დიდი მოყვარული არ არის, თუმცა სეირნობა სიამოვნებს. ამასთან ის აცხადებს, რომ შვილიშვილის რჩეული კარგი მზარეული უნდა იყოს.

ჟურნალისტებთან საუბარში თავად ლეფერი ამბობს, რომ თავიდან ბებიას საქციელმა გააღიზიანა, თუმცა შემდეგ სიტუაციამ გაამხიარულა. ანგარიშის შექმნიდან 5 დღის განმავლობაში სკოტით უკვე 26 ქალი დაინტერესდა, თუმცა კაცი პაემანზე ჯერ არ წასულა.

„ყველასთვის არ მიპასუხია, მაგრამ რამდენიმეს მივესალმე, ვნახოთ რა მოხდება მერე“, - ამბობს ლეფერი.