ამერიკელმა ბიზნესმენმა $5 მილიონი ძაღლს უანდერძა

ამერიკელმა ბიზნესმენმა $5 მილიონი ძაღლს უანდერძა

ტენესელმა ბიზნესმენმა ბილ დორისმა თავის საყვარელ ძაღლს ანდერძით 5 მილიონი დოლარი დაუტოვა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

8 წლის ლულუზე მეურვეობა გარდაცვლილი ბიზნესმენის მეგობარ ქალს, მარტა ბერტონს გადაეცა, რომელიც ყოველთვიურ ხელფასს მიიღებს.

„ვეჭვობ, 5 მილიონის დახარჯვა მოვასწროთ, მაგრამ მე და ლულუ მაქსიმალურად შევეცდებით“, - ამბობს ძაღლის ახალი მეურვე.