ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ლარი კინგის ანდერძის შინაარსი ცნობილია. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
კინგის სურვილით, მთელ მის ქონებას ვაჟები ენდი ჩენსომი, ლარი უმცროსი, ქენონი და ქალიშვილი ჩაია გაინაწილებენ.
ამასთან ენდიმ და ჩაიამ ჯერ კიდევ ცნობილი მამის სიცოცხლეში მისი ქონება შეაფასებინეს. ლარი კინგის ქონება $2 მილიონად შეფასდა.
ლარი კინგმა ანდერძი 2019 წლის 17 ოქტომბერს შეადგინა, მანამდე ვიდრე კინგი თავის მეშვიდე ცოლს შინ საუტვიკს გაეყრებოდა.
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში 87 წლისა 2020 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა.