ცნობილი მუსიკოსებისა და მსახიობების სარეკლამო სახეებად წარმოჩენა, სარეკლამო ბიზნესში არახალი სტილია. თუმცა, როგორც წესი, სარეკლამო სახეებად, ახალგაზრდა ვარსკვლავებს არჩევენ ხოლმე. როგორც ჩანს, ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი – მადონა, ამ მხრივაც განსაკუთრებულია.
ყველას ახსოვს, რომ “დოლჩე და გაბანას“ წინა კოლექციებს ხშირად მადონა არეკლამირებდა. ის დიასახლისის ფორმაში იყო გამოწყობილი და ხან ჭურჭელს რეცხავდა, ხან სახლს ალაგებდა და ხან კიდევ ბავშვს უვლიდა.
როგორც ჩანს, “დოლჩე და გაბანას“ ახალი ბიზნეს–სეგმენტის ათვისება უნდა და მრავალშვილიანი მადონა ამისთვის კარგი მაგალითია.
სულ ახლახანს მადონა ახალ როლში მოგვევლინა იგივე “დოლჩესა და გაბანას“ ახალი კოლექციისთვის. ის მრავალსულიანი სამხრეთ იტალიური ოჯახის დიასახლისია, რომელიც ოჯახის სიმყუდროვესა და ნათესაური კავშირების პრიმატს ანიჭებს უპირატესობას.
ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამ სარეკლამო იმიჯებზე, მაგრამ მთავარი მაინც 50 წელს გადაცილებული მადონას ფორმაა. თუ ვინმე ვერ იცნობს, ნამდვილად ვერ იტყვის, რომ ეს ქალი 30 წელს გადაცილებულია.