თბილისის „ლოკომოტივმა“ ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაამარცხა.
მატჩი ესპანეთის ქალაქს მარბელიში თბილისელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. მოსკოველთა კარში გოლები ირაკლი სიხარულიძემ და ულად ომარმა გაიტანეს. ომარმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. კიდევ ერთი ბურთი ვიტალი ლისცევის ანგარისზეა, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა.