საფრანგეთში „სამი მუშკეტერის“ ახალ ვერსიას იღებენ

საფრანგეთში „სამი მუშკეტერის“ ახალ ვერსიას იღებენ

საფრანგეთში ალექსანდრე დიუმას უკვდავი ნაწარმოების, „სამი მუშკეტერის“ ახალ ეკრანიზაციაზე იწყებენ მუშაობას. ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.

ფილმის რეჟისორი მარტენ ბურბულონი იქნება, სცენარის ავტორები კი მატიო დელაპორტი და ალექსანდრ დე ლა პატელიერი არიან. დ’არტანიანის როლს ფილმში ფრანსუა სივილი ითამაშებს, ათოსს ვენსალ კასელი განასახიერებს, მილედის როლს კი ევა გრინი შეასრულებს.

„სამი მუშკეტერის“ ახალი ვერსიის ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს შეადგენს.