39 წლის ქეით მიდლტონი და 38 წლის პრინცი უილიამი ოჯახის კიდევ ერთი მემკვიდრეზე ფიქრობენ. ინსაიდერის მიერ US Weekly-სთვის მიცემულ ინტერვიუში წერია, რომ ამჯერად ცოლ ქმარი საკითხს ნამდვილად სერიოზულად უდგება და ეს მორიგი ჭორი არ არის ორსულობის შესახებ.
"ქეითის გეგმებში ყოველთვის იყო ოთხი შვილის ყოლა. მან საკუთარ გეგმებში პანდემიის გამო ეჭვი შეიტანა, თუმცა ვაქცინის გამოჩენასთან ერთად, ეჭვები გაუქრა. მისი უფროსი შვილები - შარლოტა და ჯორჯი აპრილის თვეში სკოლას დაუბრუნდებიან, ასე რომ, მას უკვე შეუძლია მეოთხე შვილზე ზრუნვაც," - წერია სტატიაში.