ცნობილი ქართველი წამყვანი და მსახიობი - შორენა ბეგაშვილი ინსტაგრამის თითქმის 500 000-ს გამომწერს ხშირად ანებივრებს ყოველდღიური სიახლეებით. ამჯერად კი, მან გადაწყვიტა საზოგადოებისთვის იმ ძვირადღირებული ავეჯის კადრები გაეზიარებინა, რომლსაც ის სავარაუდოდ ინტერიერის განახლების მიზნით ყიდის და თანაც, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასადაც.
როგორც ლამაზმანი ჩანაწერში ამბობს, სავარძელი და ე.წ. პუფი სულ რაღაც 1 თვის არის, მათ გაყიდვას კი, ის 2500 ლარად გეგმავს. მყიდველს კი, 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზით - სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებს.