მეგან მარკლმა სასამართლო დავა მოიგო

მეგან მარკლმა სასამართლო დავა მოიგო

მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდს Mail on Sunday-ს სასამართლოში მოუგო, რომელმაც სასექსის ჰერცოგინიას მამისადმი მიწერილი პირადი წერილი გამოაქვეყნა. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

მეგან მარკლმა ტაბლოიდს სტატიების სერიის გამო უჩივლა, რომელშიც ნაწილობრივ ნახსენები იყო მის მიერ 2018 წლის აგვისტოში დაწერილი წერილი. პრინც ჰარის მტკიცებით, ჟურნალისტებმა ფრაზები კონტექსტიდან ამოგლიჯეს და მკითხველის მანიპულირება სცადეს.

მეგან მარკლმა Mail on Sunday-ის წინააღმდეგ სარჩელი 2019 წლის ოქტომბერში შეიტანა.