საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 20 წლამდელთა მსოფლიო რეიტინგში 34-ე ადგილს იკავებს. განახლებულ რეიტინგს L’Equipe-ი აქვეყნებს.
სიის სატავეში „ბარსელონას“ ფეხბურთელი ანსუ ფატია, მეორე პოზიციას „რენის“ ფეხბურთელი ედუარდო კამავინგი იკავებს, მესამე ადგილზე კი „აიაქსის“ ფეხბურთელი რაიან გრავენბერჰია.
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს. გუშინ მას 20 წელი შეუსრულდა.