ლივერპულში საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გაძარცვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიელი მწვრთნელის სახლში ორმა მძარცველმა შეაღწია. სახლში ანჩელოტის 36 წლის ქალიშვილი კატია იმყოფებოდა, რომლის გამოჩენაზეც მძარცველები დაფრთხნენ და გაიქცნენ, თუმცა როგორც გაირკვა, მათ სახლიდან სეიფი გაიტაცეს.
პოლიცია მძარცველებს ამ დრომდე ეძებს.