ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის, ესპანეთის ნაცვლად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება. ამის მიზეზი რა თქმა უნდა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებია.
შედეგად, „ატლეტიკომ“ საშინაო მოედნის ფაქტორი დაკარგა და ინგლისურ კლუბს მხოლოდ ნეიტრალურ სტადიონზე დაუხვდება.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კიდევ ორი მატჩი გაიმართება ნეიტრალურ არენაზე: „გლადბახი“ – „მანჩესტერ სიტი“ და „ლაიფციგი“ – „ლივერპული“ (ორივე ბუდაპეშტში).
გარდა ამისა, ევროპა ლიგაზე „ბენფიკა“ „არსენალს“ რომში, „სოსიედადი“ „მანჩესტერს“ ტურინში და „მიოლდე“ „ჰოფენჰაიმს“ ესპანეთში უმასპინძლებს.