სატრანსპორტო სისტემაზე ხელისუფლების წნეხი მუდმივად ძლიერდება

სატრანსპორტო სისტემაზე ხელისუფლების წნეხი მუდმივად ძლიერდება

როგორც ჩანს, ხელსუფლებას სატრანსპორტო “რეფორმები” რამდენიმე ეტაპად აქვს დაყოფილი, რომელთა საბოლოო შედეგი მგზავრობის ყველა მიმართულებით გაძვირებაა. ამჯერად ჯერი კერძო ტაქსებზეა. “მარშრუტკების” მფლობელები და პროფკავშირები კი ცდილობენ ყველაზე უარესი შედეგი თავიდან აიცილონ.

 

სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსა და სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებული ტენდერის კომისიის წევრებს, საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანიასა და თბილისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატ ჯაბა სამუშიას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ტენდერის ის საკითხები, რომეიც სამარშრუტო ტაქსებზე დასაქმებული მძღოლებისთვის მნიშვნელოვანია.

 

სამარშუტო ტაქსების მძღოლებს სატენდერო კომისიის მიმართ აქვთ სამი ძირითადი მოთხოვნა: სატენდერო კონკურსში რეალურად მონაწილეობა მიიღონ იმ ფირმებმა, რომელთაც ამჟამად აქვთ ავტოპარკი და მოძრავი შემადგენლობა; უნდა დასაქმდეს ყველა ის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ვინც ამჟამად მუშაობს; სამარშუტო ტაქსების წლოვანების საკითხი.

 

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ეს მოთხოვნები გადასცენ სატენდერო კომისიას.

 

ცოტათი ადრე თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ქალაქის ხელმძღვანელობამ პროფკავშირების მხრიდან არსებული ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა. ეს მოთხოვნები ეხებოდა ტენდერის 5 ლოტად ჩატარებას და ასევე ტენდერის გამჭვირვალობას.

 

მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ განაცხადა, განსახილველი რჩება საკითხები, რომელთა გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს მძღოლების უმუშევრობას და სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებას.

 

გაძვირების საკითხი, ალბათ, ყველაზე აქტუალურია. საქმე ისაა, რომ უკვე გაძვირდა მეტრო და ავტობუსები, საწვავის გაძვირების გამოისობით გაიზარდა მსუბუქი ტაქსებით გადაადგილების ტარიფები. დარჩა მხოლოდ “მარშრუტკებით” მგზავრობის გაძვირება. ამის შემდეგ ხელისულფების “სატრანსპორტო რეფორმის” პირველი ეტაპი დასრულებული იქნება.

 

მაგრამ უკვე მოსჩანს “რეფორმის” მეორე ეტაპის კონტურები.  საქმე ეხება კერძო ტაქსებს. საახალწლო დღესასწაულის შემდეგ, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებთან ერთად, უმუშევრად დარჩენა ტაქსის მძღოლებსაც ემუქრება.

მძღოლების თქმით, მათ გამოუცხადეს, რომ ერთწლიან ლიცენზიაში 1300 ლარი უნდა გადაიხადონ. ეს კი უზარმაზარი თანხაა.

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასების ზრდამ და ბენზინის გაძვირებამ ტაქსების მომსახურება ისედაც 40-50%-ით გააძვირა, რის გამოც მათ კლიენტურის ნაწილი დაკარგეს.

 

მძღოლების ინფორმაციით, ლიცენზიაში 1300 ლარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან ისინი მინიმალურ მოგებაზე მუშაობენ, დღეში, დაახლოებით, 10-20 შეადგენს.