იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსის“ მეტოქე „ატალანტა“ იქნება.
ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ბერგამოს გუნდმა გუშინ „ნაპოლის“ 3:1 მოუგო და ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება ბოლო სამ წელიწადში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში დუბლი მატეო პესინამ შეასრულა, ერთი გოლი დუვან საპატას ანგარიშზეა, რასაც სტუმრებმა მხოლოდ ირვინგ ლოსანოს ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
ქვეყნის თასის ფინალი მილანში, „სან სიროს“ სტადიონზე 18 მაისს გაიმართება.