ატლანტაში მდებარე დონატების მაღაზია Krispy Creme-ი, რომელიც შაკილ ო'ნილს ეკუთვნის, ხანძრის გაჩენის შედეგად დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ინციდენტი შუაღამეს მოხდა, რა დროსაც შენობაში მხოლოდ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ შორს იმყოფებოდა, რის გამოც შენობა სერიოზულად არის დაზიანებული.
მაღაზია ატლანტაში 1965 წელს გაიხსნა და ჩრდილოეთ კაროლინის გარეთ, ეს იყო Krispy Creme-ის პირველი ფილიალი, რომელიც ო'ნილმა 2016 წელს შეიძინა. როგორც NBA-ს 4 გზის ჩემპიონი აცხადებს, ზარალის დათვლის შემდეგ, ის საკუთარი ფინანსებით მაღაზიას ძველებურ იერსახეს დაუბრუნებს და Krispy Creme-ი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში უახლოეს მომავალში განაგრძობს.