ამინდის ცვლილების დროს მიირთვით ჩვენებური მაწონი

ამინდის ცვლილების დროს მიირთვით ჩვენებური მაწონი

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მესამედი მეტეომგრძნობელობით იტანჯება.

ამ ადამიანებში ამინდის ცვალებადობები საშინელ თავის ტკივილს, სახსრებში მტვრევას, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს, ძილიანობას ან პირიქით, უძილობას იწვევს.

ექიმები გვირჩევენ ასეთ დღეებში განსაკუთრებით გავუფრხილდეთ გულ-სისხლძარღვთა, იმუნურ და კუჭ-ნაწლავის სისტემებს, რისთვისაც კარგი იქნება, თუ თავს შევიკავებთ ვარჯიშისგან, მოვერიდებით მძიმე და ცხიმიან საკვებს, ცხარე სანელებლებსა და ალკოჰოლს.

ყველაზე სასარგებლო ამ დროს რძის პროდუქტების დიეტაა, ანუ უნდა მიირთვათ მცენარეული საკვები, წვენები, იოგურთი და, კიდევ უკეთესი, ჩვენებური, მამაპაპური მაწონი.