მადრიდის „რეალს“ საკადრო პრობლემები აქვს. „ხეტაფესთან“ ლა ლიგის პირველი ტურის გადადებული მატჩის ჩატარება ზინედინ ზიდანის გუნდს ახლა უწევს, მაგრამ მთელი რიგი ფეხბურთელები აკლია.
დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, ფედერიკო ვალვერდე, ლუკას ვასკესი, როდრიგო და ედენ აზარი ტრავმირებულები არიან, ხოლო ალვარო ოდროისოლა, ტონი კროოსი და ედერ მილიტაო დისკვალიფიცირებულნი არიან.
შედეგად, ზიდანმა „ხეტაფესთან“ მატჩისთვის 19 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც მხოლოდ 14 წარმოადგენს პირველ გუნდს, დანარჩენი ხუთი კი კასტილიადან დაიმატა. შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ხეტაფეს“ მატჩი 9 თებერვალს გაიმართება.