„ინტერის,“ „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, „იუვენტუსი“ - „ინტერის“ იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ზაფხულში „ინტერმა“ ყველა ის ფეხბურთელი იყიდა, რომლებიც დამრიგებელ ანტონიო კონტეს სურდა. ამიტომ, ისინი ვალდებულნი არიან „იუვენტუსი“ დაამარცხონ. ევროთასებიდან გავარდნა და სკუდეტოს ვერმოგება დიდი ჩავარდნა იქნება.
„მილანმა“ 1,5 მილიონ ევროდ ააშენა გუნდი და შესანიშნავ სეზონს ატარებს. თუ მათ ტიტული მოიგეს, „ინტერისთვის“ ეს ტრაგედია იქნება.“ - ციტირებს კასანოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ინტერმა“ შინ წააგო „იუვენტისთან“ – 1:2. საპასუხო შეხვედრა დღეს, 9 თებერვალს გაიმართება ტურინში და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.