მიუნხენელებმა ნახევარფინალურ ეტაპზე ეგვიპტის „ალ აჰლის“ 2:0 მოუგეს. მეტოქე გუნდის კარში ბურთები მე-17 და 86-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.
გადამწყვეტ შეხვედრაში „ბაიერნის“ მეტოქე მექსიკის „ტიგრესი“ იქნება, რომელმაც ფინალის საგზური „პალმეირასის“ დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
„ბაიერნს“ ეს ტურნირი მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული, „ტიგრესს“ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯერჯერობით არ გაუმარჯვია.