ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი ჟან-კლოდ კარიერი გარდაიცვალა

ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი ჟან-კლოდ კარიერი გარდაიცვალა

პარიზში ცნობილი ფრანგი კინოსცენარისტი და რეჟისორი ჟან-კლოდ კარიერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მისმა ქალიშვილმა კიარამ აცნობა.

მისი თქმით, 89 წლის ჟან-კლოდ კარიერი სიცოცხლის ბოლო წლებში არ ავადმყოფობდა და საკუთარ სახლში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 140-მდე ფილმის სცენარი აქვს დაწერილი. ის ცნობილი ფილმების, „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“, „სირანო და ბერჟერაკი“, „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, „მოახლის დღიური“ სცენარების ავტორია.