აშშ-ში, კალიფორნიის შტატ სან-დიეგოს მცხოვრებ კაცს დაუბრუნეს საფულე, რომელიც 53 წლის წინ ანტარქტიდის მეტეოსადგურზე ყოფნისას დაკარგა. ამის შესახებ გამოცემა UPI წერს.
2021 წლის იანვარში ანტარქტიდაში მეტეოსადგური მაკ-მერდო დაანგრიეს და სამუშაოების შესრულებისას ორი საფულე იპოვეს. ერთ-ერთ მათგანში პოლ გრიშემის საბუთები იდო, რომელიც 1967 წელს იმყოფებოდა მაკ-მედროს მეტეოსადგურზე და აშშ-ის ფლოტს წარმოადგენდა.
კაცს საფულის დაკარგვის შესახებ არ ახსოვდა. მას 53 წლის წინ დაკარგული საფულე მეტეოპილოტების ასოციაციამ დაუბრუნა.