ჰარი პოტერმა კინომატოგრაფიას გადაუფრინა

ჰარი პოტერმა კინომატოგრაფიას გადაუფრინა

ბრიტანელ მწერლის –  ჯოანა როულინგის მიერ შექმნილ გმირზე – ჰარი პოტერზე, ჯადოქარ ბიჭუნაზე, რომელსაც ბევრი დაუჯერებელი რამის გაკეთება ხელეწიფება,  გადაღებული ფილმების დასკვნითი ნაწილის პირველმა სერიამ კინოთეატრთა ქსელის, IMAX-ის მონაცემებით რეკორდი დაამყარა და 16, 1 მილიონის მოგება მოიტანა პირველ თვეში.

 

მოგების მხრივ, წინა რეკორდი ფილმს ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში” ეკუთვნოდა, რომელმაც კინოთეატრთა ქსელს 14, 1 მილიონი მოგება მოუტანა.

 

ჯოან კეტლინ როულინგის ბესტსელერზე ფილმების გადაღება 2001 წელს დაიწყო. ”ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” - როგორც იცით ასე ჰქვია წიგნების სერიის მეშვიდე, დასკვნით ნაწილს.

 

ის რეჟისორის გადაწყვეტილებით ორ ნაწილად გაიყო. მეორე ნაწილის რელიზი 2011 წლის 15 ივლისს იგეგმება. პირველი ფილმი კი 19 ნოემბერს გამოვიდა და უკვე რეკორდების დამყარებაც მოასწრო.

 

რაც შეეხება მეშვიდე წიგნის გაყოფას, რეჟისორი ამბობს, რომ ეს მხოლოდ წიგნის სიდიდის გამო გააკეთა. თუმცა, კინოკრიტიკოსების აზრით, წიგნის 2 ნაწილად გაყოფის ერთადერთი მიზანი, დამატებითი ფინანსური მოგების მიღების სურვილი იყო.