„ზაზა გახელაძის „განაჩენი“ რუსეთის მხრიდან საქართველოზე ჯავრის ყრაა, სტრასბურგის სასამართლოს გამო“

„ზაზა გახელაძის „განაჩენი“ რუსეთის მხრიდან საქართველოზე ჯავრის ყრაა, სტრასბურგის სასამართლოს გამო“

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს ხელისუფლებამ ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ზაზა გახელაძის დაკავებას სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა.

ვიცე-პრემიერი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რომ უკანონოდ დაკავებული გახელაძის საქმეზე ზომები მიიღონ.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია მიმართვაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა.

„ზაზა გახელაძის მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე. ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ზაზა გახელაძის „განაჩენი“ რუსეთის მხრიდან საქართველოზე ჯავრის ყრაა, რადგან რამდენიმე კვირის წინ რუსეთი ჩვენს ქვეყანასთან სტრასბურგის სასამართლოში დამარცხდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საქმეზე რუსეთის ფედერაციას აკისრებს პასუხისმგებლობას...

- ყველამ კარგად ვიცით, რომ რუს მესაზღვრეებთან შეხლა-შემოხლის გამო დააკავეს. აქედან გამომდინარე, მთელი ეს საქმე პირდაპირ კავშირშია რუსულ ძალოვან სტრუქტურებთან. სეპარატისტული ხელისუფლება იმიზეზებს , რომ ჩემს ტერიტორიაზე მოხდა ამბავიო, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ბრალდება არის შეთითხნილი იმიტომ, რომ გახელაძეს რუსი მესაზღვრის მისამართით პირდაპირი გასროლა არ განუხორციელებია. ასეა თუ ისე, მთლიანად ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი, ერთი მხრივ რუს მესაზღვრესთან იყო დაპირისპირება, მეორე მხრივ, რუსეთი მის მიერვე შექმნილი დოკუმენტებით მთელ ამ ძალოვან სისტემას აკონტროლებს. რასაკვირველია, რუსეთია მთელი მსოფლიოს თვალში ამ ქმედებით პასუხისმგებელი.

ქართულმა მხარემ რა სამოქმედო გეგმები უნდა განახორციელოს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად?

- საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ სხვა რა უნდა მოიმოქმედოს, რთულია სხვა რამის შეთავაზება. უბრალოდ, ამ წუთში საქართველოს ხელისუფლებას ეს შეუძლია. მე მაინც მგონია, რომ ეს ჯიბრზე გაკეთებულია.

ჯიბრზე გაკეთებული ახსენეთ და ხომ არ გულისხმობთ, რომ ზაზა გახელაძის 12-წლიანი სასჯელი იმიტომ მიუსაჯეს, რომ რამდენიმე კვირით ადრე რუსეთი საქართველოსთან სტრასბურგში დამარცხდა?

- ეს მინდოდა მეთქვა. ეს იყო გამოხმაურება იმ შედეგებისა, რაც დადო სტრასბურგის სასამართლომ.

ამით იყრის ჯავრს რუსეთი საქართველოზე?

- ნუ, ამითაც. ბუნებრივია, მარტო ამით არა, მაგრამ ახლა კი. რუსეთის ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთოდ იგნორირება გაუკეთოს. რამდენად გამოუვა ეს ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული.

ზაზა გახელაძის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში აპირებს საქმის გასაჩივრებას. რა შედეგს მივიღებთ?

- არ მგონია, ასე მარტივად დასრულდეს. უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებამდე ყველა ეტაპზე უნდა გაიარო პროცედურები. შედეგი არ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში ამ ფორმით არ შეიცვლება.

ანუ, ისევ და ისევ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და თანამეგობრობის იმედად უნდა ვიყოთ?

- მე მაინც მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით არაა გამორიცხული, რომ ვითარება შეიცვალოს.

Aburjga Tasmanieli ეს რუსეთი, რუსეთის ხელისუფლება მაგარი ბრიყვები, ძალიან მაგარი ბრიყვები არიან!!! საოცრად ბრიყვები! თანაც ბოროტი ბრიყვები!!!! უხ... მაგათი!!!
3 წლის უკან
DDD დავუშვათ არის დანაღმული ველი, რომლის წინ დგას ტრაფარეტი "ნაღმები".
ნორმალური ადამიანი ხომ არ შევა ასეთ ველზე? იცის, რომ აფეთქდება და არ შევა.
ახლა რა ხდება?
ზუსტად იგივეა გავლებული საზღვრის იქით ქართველებისთვის. იციან, რომ არ უნდა გადავიდნენ, თუ გადავლენ, შეიძლება დაიჭირონ და ციხეში გამოამწყვდიონ, მაგრამ მაინც შედიან.
შესაბამისად, იჭერენ და ციხეშიც ამწყვდევენ.
ამ ხალხმა არ იცის, რომ ასე დამთავრდება?
იცის, მაგრამ მაინც აკეთებს.
ერთხელ გაუმართლათ და ზაზა ექიმი გმირად შერაცხეს.
მაგრამ ასეთი რამ აღარ განმეორდება.
ვის სჭირდება ასეთი გმირობა?
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვინ დანაღმა მერე ის ველი?! მე და თქვენ და პაპამ?! ჩვენ ველს რას ნაღმავს, თავისი დანაღმოს!
ახლა როცა ქართელი ხალხის დიდმა ნაწილმა კარგად დაინახა და შეიგნო რა სიკეთე მოგვიტანა ნატო-ნატოს ძახილმა და ნიჰილისტურად არის განწყობილი დასავლეთელი დეიდების და ბიძიების მიმართ, როცა ბევრი თურქულ აზერბაიჯანულ საფრთხეს რეალურად აფასებს რუსეთის ხელისუფლებას რომ ტვინის ნასახი ჰქონდეს გახელიძეს 12 წელს არ მიუსჯიდნენ! ბოლოს და ბოლოს ხომ კარგად იციან ეს გახელიძე დივერსანტი რომ არაა!!! მაგრამ არაა, სალდაფონები ან დუგინები არიან! ამიტომაც გადაიკიდეს მთელი მსოფლიო!
3 წლის უკან
DDD ეს ველი, ჩვენი ქართული ველი, დორბლიანმა დანაღმა.
"სტრატეგიული პარტნიორების" მიერ მიცემული გეგმებით და ინსტრუქციებით დანაღმა.
ისე დანაღმა, რომ მისი განაღმვის შანსი, ისე რომ ამ ნაღმებზე თავად არ ავფეთქდეთ, არ არსებობს.
ნაღმებია неизвлекаемые.
ოსები და აფხაზები, ისინი ხვალ დილიდანვე რომ დატოვონ რუსებმა მარტო, ჩვენ არ შეგვირიგდებიან.
არ გვინდა ამისი აღიარება და ყველაფერს რუსებს ვაბრალებთ.
რუსებს თავისი ცოდვები ეყოფათ, იმათ ჩემი გასამართლებელი არაფერი სჭირთ.
მაგრამ, სანამ ჩვენ ჩვენს ცოდვებს არ ვაღირებთ, სანამ ვინც გასასამართლებელია, არ გასამართლდება, სანამ სიმართლე არ დაიწერება და არ გამომჟღავნდება, ეს საქმე არ გამოსწორდება.
არ უნდა ჩვენს მთავრობას არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი.
არც დორბლიანს არ უნდოდა.
არ ელაპარაკება მათ არანაირად.
ბუტიაობა დაუწერეს პარტნიორებმა.
ესენიც ასრულებენ სხვების მოთხოვნებს.
ეკონომიკაზე არაფერია სათქმელი. ის ხომ საერთოდ აღარ არის.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კარგით რა...! თქვენგან არ ველი ასეთ წრფივ შეფასებებს! დიახ რუსებმა დანაღმეს და გააფუჭეს ყველაფერი რაც დიდმა იოსებმა და ლავრენტი პავლოვიჩმა აკეთეს! მიშა ჯერ კიდევ ყვერებში ეჭყაპუნებოდა ანუ სადღაც სხვენზე ცხოვრობდა და ნაშებს დასდევდა როცა რუსებმა აგვახიეს აფხაზეთი და სამაჩაბლო!
3 წლის უკან