ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარეს, ანდრე ონანას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
დისკვალიფიკაციის მიზეზი დოპინგ-ტესტის ჩაგდება გახდა. „აიაქსის“ გოლკიპერმა ანალიზი 30 ოქტომბერს ჩააბარა. მას პრეპარატ „ფუროსემიდის" გამოყენება დაუდგინეს. ამსტერდამულმა კლუბმა განმარტა, რომ 24 წლის მეკარე შეუძლოდ იყო და შეცდომით მიიღო პრეპარატი, რომელსაც მისი ცოლი იყენებდა, თუმცა „უეფამ“ ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა.
„აიაქსი“ "უეფას" გადაწყვეტილების გასაჩივრებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) აპირებს.