მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის (All Star) მატჩში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი ტრავმაა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შენგელიამ მუხლის დაზიანება „ზიელონა გორასთან“ მატჩში მიიღო და გარკვეული პერიოდში იუქმებს. ყველა ვარსკვლავის მატჩი 14 თებერვალსაა დაგეგმილი და როგორც ჩანს, ქართველი მძიმე ფორვარდი იქამდე გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. ამიტომაც, VTB ლიგის ვებგვერდი იტყობინება, რომ შენგელიას ნაცვლად, რომელსაც All Star-ში მონაწილეობა გულშემატკივართა გამოითხვით ერგო, დასტინ ჰოგი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში ევროლიგაში საშუალოდ თამაშში 10.8 ქულას, 4.8 მოხსნას, 2.3 პასს, 0.9 ჩაჭრას და 0.1 დაფარებას აგროვებს, ხოლო VTB ლიგაში მისი საშუალო სტატისტიკა 12.8 ქულა, 4.7 მოხსნა, 2.2 პასი, 0.5 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა.