„ოქროს გლობუსის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაჯილდოების ისტორიაში პირველად, საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე 3 ქალია წარდგენილი - ემირალ ფენელი, ქლოი ჟაო და რეჯინა კინგი.
ყველაზე მეტ ნომინაციაში დევიდ ფინჩერის ფილმი „მანკია“ წარდგენილი, სერიალებს შორის კი Netflix-ის „გვირგვინი“ ლიდერობს. ნომინანტებს შორის არიან საშა ბარონ კოენი და ოლივია კოლმანიც, რომელმაც დედოფალი ელისაბედ მეორე განასახიერა.
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულებს 28 თებერვალს დაასახელებენ. დაჯილდოების ცერემონია ვირტუალურ ფორმატში ამერიკის ორივე სანაპიროზე გაიმართება. ნიუ-იორკში ცერემონიას თინა ფეი, ლოს-ანჯელესში კი ემი პოლერი წაიყვანს.