იტალიის ყოფილი ფაშისტი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილი რომის „ლაციოში“ ჩაირიცხა. ამის შესახებ Sky Sport Italia იტყობინება.
რომანო მუსოლინი „ლაციოს“ 18-წლამდელთა გუნდში ითამაშებს, რომელსაც ტომაზო როკი წვრთნის.
რომანო მუსოლინი ბენიტო მუსოლინის შვილიშვილის, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, ალესანდრა მუსოლინის მესამე შვილია. 16 წლამდე ის „რომას“ აკადემიაში ვარჯიშობდა.