საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ ახალ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
სანაძე ბოლო დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, „ალ ხორში“ გამოდიოდა, სადაც საშუალოდ 24 ქულას, 6 მოხნასა და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
სერბეთის ჩემპიონატის პარალელურად, „ბორაცი“ ადრიატიკის ლიგაზეც გამოდის და 4 მოგებითა და 11 წაგებით მეთორმეტე პოზიციაზეა. სანაძის დებიუტი ახალი გუნდის რიგებში სავარაუდოდ 5 თებერვალს, „ფიემპისთან“ შეხვედრაში შედგება.