ამერიკელი რეპერი Silento დეიდაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი Silento დეიდაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი Silento (რიჩარდ ლამარ ჰოუკი) დეიდაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, 23 წლის რეპერმა 34 წლის დეიდაშვილი, ფრედერიკ რუკსი 21 იანვარს, ქალაქ ატლანტის მახლობლად თავში გასროლით მოკლა.

გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე ჩანს, რომ შემთხვევის ადგილი მკვლელმა და მისმა თანამზრახველებმა ავტომობილებით დატოვეს.

დანაშაულის მოტივის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.