ლედი გაგამ ალცჰაიმერით დაავადებულ 94 წლის მომღერალთან ერთად ალბომი ჩაწერა

ლედი გაგამ ალცჰაიმერით დაავადებულ 94 წლის მომღერალთან ერთად ალბომი ჩაწერა

ეპატაჟურმა მომღერალმა ლედი გაგამ, 94 წლის ტონი ბენეტთან ერთად ახალი ალბომი ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ ბენეტი ალცჰაიმერით არის დაავადებული. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

ლედი გაგა და ტონი ბენეტი ალბომზე 2018 წლიდან მუშაობდნენ. ეს მათი მეორე ერთობლივი ნამუშევარია. პირველი ალბომი Cheek to Cheek დუეტმა 2014 წელს გამოუშვა. ალბომი მსოფლიო ჰიტ-აღლუმების სათავეში გამოსვლისთანავე მოექვცა და გრემის პრემიის მფლობელი გახდა.