დიდი ხნის განმავლობაში, კეტრინ ჰეილი ჰოლივუდში "რთულად" გასაძლები მსახიობის რეპუტაციით სარგებლობდა, მსახიობმა გადაწყვიტა ამ ბრალდებებს გამოხმაურებოდა.
Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მსახიობმა განაცხადა: "ჭორების გამო არაპროფესიონალადაც კი ჩათვალეს. ვის უწოდებთ რთულს? ვისი აზრიც თქვენთვის მოსაწონი არ არის? უკვე 42 წლის ვარ და ეს საშინლად მაბრაზებს".
Grey's Anatomy-ს ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ბოდიშიც სანანებლად ექცა: "ჩემი ბოდიშის საპასუხოდ, უფრო მეტი ბოდიში მომთხოვეს. მეტად შევშინდი ისევ რამე არ მექნა შეცდომით და უფრო მეტად მაგრძნობინეს, რომ რაღაც საშინლად არასწორი ვქენი".
ჰეილის თქმით, შფოთვითი აშლილობის გამო, ჰოლივუდის დატოვება მოუწია.
"დედაჩემს და ჩემს ბოიფრენდს ვუთხარი, რომ რამე ადგილი გამოენახათ, სადაც დამეხმარებოდნენ, რადგან ვგრძნობდი, რომ მერჩივნა მოვმკვდარიყავი. ვერ ვხვდებოდი რამხელა შფოთვასთან მქონდა საქმე, სანამ დახმარება არ ვითხოვე. საკუთარ სულზე ბევრი მუშაობა შეგიძლია, მაგრამ მე ანტიდეპრესანტს უფრო ვენდობი", — აღნიშნა მსახიობმა.
კეტრინ ჰეილიმ პოპულარობა გრეის ანატომიაში, იზი სტივენსის როლით მოიპოვა. ის სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს 6 სეზონის განმავლობაში, 2005-დან 2010 წლამდე ასრულებდა.