რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრინცი არჩის დაბადების მოწმობიდან მეგან მარკლის სახელი ამოიშალა. მეგან რეიჩელის ნაცვლად სერტიფიკატში "მისი უდიდებულესობა სასექსის ჰერცოგინია" დაფიქსირდა, თუმცა ეჭვების მიუხედავად გადაწყვეტილება თავად მეგანსა და ჰარის არ ეკუთვნით.
ბუნდოვანი საკითხის გამო მეგან მარკლის წარმომადგენლობამ კომენტარიც გააკეთა- "საჯარო საბუთებში ცვლილება სასახლის მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად მოხდა. ეს ყველაფერი მეგანისა და სასექსის ჰერცოგის მოთხოვნებს არ ემსახურებოდა."