სტრესის მოხსნის ყველაზე მარტივი ხერხი

სტრესის მოხსნის ყველაზე მარტივი ხერხი

ბრიტანელმა ექიმებმა, რომლებიც ცდილობდნენ ეპოვათ სტრესთან ბრძოლის საშუალება, ადამიანური ემოციების გამოკვლევა ჩაატარეს.

ინგლისელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ნებისმიერი ადამიანის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს სულ უმნიშვნელო წვრილმანმა უცხოების ქცევაში.

მაგალითად, ხმაურით ჭამამ და პირის წკლაპუნმა, რაც ბრიტანეთის მცხოვრებლებმა ძირითად გამაღიზიანებლად დაასახელეს.

მეორე ადგილზე სიაში აღნიშნულია ცხვირით ხრუტუნი და ხმამაღალი ლაპარაკი, რასაც ვერ იტანს ქვეყნის მოსახლეობის 21 პროცენტი.

ზემოთჩამოთვლილ წვრილმანებზე აქცენტირებისგან თავის შეკავების მიზნით, ფსიქოლოგები ხალხს ურჩევენ არ დააგროვონ საკუთარ თავში მზარდი გაღიზიანება, იპოვონ სადმე განმარტოებული ადგილი და ხმამაღალი ყვირილით მოიშორონ ნეგატივი.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სტრესისგან გასათავისუფლებლად და, ამასთან, მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებლად.