ორი დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გაგიკვირდებათ და ჯგუფმა „Iron Maiden” საკუთარი ავიაკომპანია დაარსა.
ამ ჯგუფის ვოკალისტი ბრიუს დიკინსონი ჩინებული მუსიკოსის სახელის გარდა, კარგი მფრინავის რეპუტაციითაც სარგებლობს და პროფესიონალი მფრინავის ლიცენზია გააჩნია.
ორი წლის წინ დიკინსონს საკუთარი ავიაკომპანიის დაარსება სურდა, მაგრამ შესაბამისი თანხების მოგროვება ვერ შეძლო.
ბატონი ბრიუსი ბედს არ შეურიგდა და ერთ-ერთი გაკოტრებული კომპანიის ყიდვა, შემდეგ კი მისი განვითარება გადაწყვიტა.
“გაკოტრებული ფირმის გადარჩენის პროექტზე მუშაობა უკვე დავიწყე. ახალ კომპანიას ვაყალიბებ და “Astraeus Airlines”-ის (დაშლილი ფირმის სახელი) ყოფილ თანამშრომლებს ჩემთან მუშაობას დავაწყებინებ. თანამედროვე ავიაცია მაღალპროფესიული მფრინავების დეფიციტს განიცდის. ამის გამო სპეციალურ სკოლასაც გავხსნი.” – განაცხადა ბრიუს დიკინსონმა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიკინსონმა საწადელი აისრულა. ჯგუფის კოლეგებს მოელაპარაკა და ზემოთ დასახელებული და გაკოტრებული ავიაკომპანია შეიძინა.
უახლოეს მომავალში დაშლილი “Astraeus Airlines” ფუნქციონირებას კვლავ დაიწყებს. მას „Iron Maiden”-სა და ბრიუს დიკონსონის სახით ახალი მეპატრონე ეყოლება.