სანდრო ბოტიჩელის მომცრო ნახატი ნიუ იორკში, სოტბის აუქციონზე $92,2 მილიონად გაიყიდა და მხატვრის ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად იქცა.
ნამუშევარი, ახალგაზრდა კაცი დისკით ხელში დაახლოებით 1475 წელს არის შესრულებული. მასზე გამოსახულია დიდგვაროვანი, რომელსაც ხელში წმინდანის ოვალური ნახატი უკავია.
"მხოლოდ შთამბეჭდავი ნახატი კი არა, სილამაზისა და დასავლური კულტურის საწყისის ნათელი მაგალითია. აუქციონზე დაფიქსირებული შედეგი ნახატის პატივის მიგებაც არის და იმ იდეისაც, რომელსაც ატარებს", — განაცხადა ქრისტოფერ აპოსტლმა, სოტბის ძველი შედევრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
აუქციონი პირდაპირი ეთერით მიმდინარეობდა და ნახატის მოსაპოვებლად ორი ადამიანი იბრძოდა. სოტბიმ მყიდველის ვინაობა არ გაამხილა.
ძველი შედევრებიდან აღნიშნულ ნახატზე მაღალ ფასად ლეონარდო და ვინჩის სალვატორ მუნდია გაყიდული. და ვინჩის ნამუშევარი 2017 წელს. $450 მილიონად გაიყიდა.