ჯარედ ლეტო და დარენ არანოვსკი ახალ ფილმზე კვლავ ერთად იმუშავებენ

ჯარედ ლეტო და დარენ არანოვსკი ახალ ფილმზე კვლავ ერთად იმუშავებენ

რეჟისორი დარენ არანოვსკი და ჯარედ ლეტო Requiem for a Dream-ის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ ახალ კოლაბორაციას შემოგვთავაზებენ. Adrift — ასე ჰქვია ფილმს, რომელიც იაპონელი მწერლის კოჯი სუზუკის იმავე სახელწოდების მცირე მოთხრობაზეა დაფუძნებული. ფილმის პროდიუსერები ჯეისონ ბლუმი, ემა ლადბრუკი და ჯარედ ლეტო იქნებიან.

Deadline-ის ცნობით: "ამბავი გაშლილი ზღვის სიმშვიდეში ვითარდება. მეთევზის ნავი უცნაური ზარის წყალობით მიტოვებულ იახტას აღმოაჩენს. ნავის მატროსი გადაწყვეტს, პორტში შესვლამდე მასზე კონტროლი აიღოს, თუმცა მალე აღმოაჩენს, თუ რატომ ეძახიან უფრო გამოცდილი მეზღვაურები იახტას "მოჩვენებათა ხომალდს".

ფილმის გადაღებები, სავარაუდოდ, არანოვსკის ახლანდელი კინოპროექტის The Whale განხორციელების შემდეგ დაიწყება. The Whale ჭარბ წონასთან მებრძოლ მასწავლებელზე გვიყვება, რომელიც თინეიჯერ შვილთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს. ფილმში მთავარ როლს ბრენდან ფრეიზერი ასრულებს.