„აზერბაიჯანელებს არ მოსწონთ 1938 წლის 1: 200000-იანი მასშტაბის რუკა, მაგრამ „ეს რუკა არ არის ლეგიტიმური, დამახინჯებულია“ - ასეთ სისულელეს ისინიც არ ამბობენ“

„აზერბაიჯანელებს არ მოსწონთ 1938 წლის 1: 200000-იანი მასშტაბის რუკა, მაგრამ „ეს რუკა არ არის ლეგიტიმური, დამახინჯებულია“ - ასეთ სისულელეს ისინიც არ ამბობენ“

„ვიღაც ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს“, – ამბობს ბრალდებული ივერი მელაშვილი. ბრალდებულის ამ განცხადებს ტაშით შეხვდა ის პოლიტიკური გუნდი, რომლის მმართველობის დროს მოხდა აზერბაიჯანისთვის დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილის გადაცემა.

უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემის საქმეში ბრალდებულის განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის მიიჩნევს, მელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ გარეჯი ჩვენი არ არის და ამას იქ მყოფი საზოგადოება დუმილით შეხვდა, „ამ ნაძირალაზე უარესი ნაძირლები არიან!“

„აი, ვინც იქ იყვნენ და ხმა არ ამოიღეს, ამ ნაძირალაზე უარესი ნაძირლები არიან! დადგება პასუხის მოთხოვნის დრო და ციხეში ყოფნა მოენატრებათ, იმ არამზადებს! ფულის ჩამრიცხველებზე აღარაფერს ვამბობ, ამ ბოროტ ბრიყვებზე! ვინც კიდევ ამათ გამოშვებას რაღაც გათვლებით და პლურალისტური პარლამენტის შექმნის აუცილებლობით ამართლებს, ძალით ნუ იჭკვიანებენ თავს, საგნებს თავისი სახელი უნდა ერქვას! ყველაფერს საზღვარი აქვს!“, – წერს სოციალურ ქსელში სოსო მანჯავიძე.

პროკურორი, ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ გათავისუფლების შემდეგ, ივერი მელაშვილის განცხადებები მისთვის წარდგენილი ბრალის აღიარებაა. მისი თქმით, როდესაც ივერი მელაშვილი ამბობს, რომ იურიდიულად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველის ტერიტორია არ არის, ამ გარემოებას სწორედ მან და 2006–2007 წელში მოქმედმა სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიამ გამოაცალა საფუძველი.

„ჯერ კიდევ 1995 წელს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, ოქმი, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს პირადად მელაშვილი, რომ დავით გარეჯის მთა და მასზე არსებული ყველა ძეგლი არის და უნდა შეთანხმდეს საქართველოს ფარგლებში. თავად მელაშვილი აწერს ამ დოკუმენტს ხელს. 1996 წელს პირადად მელაშვილმა შეადგინა პირველადი რუკები, სადაც ყველა ეს ძეგლი არის ჩვენს ტერიტორიაზე და 2006 წელს, 10 წლის შემდეგ რა შეიცვალა? რატომ შეათანხმა მელაშვილმა ისე საზღვარი, რომ ქედზე გადაიარა და მთა ნაწილობრივ მოექცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? შეიცვალა ის, რომ მან მიიღო დანაშაულებრივი დავალება, ასე გაეკეთებინა და იგი უკვე იძულებულია, მისი დანაშაულის გადასაფარად დღეს ისაუბროს, თურმე ეს ძეგლები ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და სასამართლოზე ფაქტების წინაშე დადგებიან ბრალდებულები და კონკრეტული პასუხების გაცემა მოუწევთ. მათ ემუქრებათ 15 წლამდე სასჯელი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ მელაშვილის ახალი განცხადება დავითგარეჯის შესახებ, მისი კიდევ ერთი დიდი შეცდომაა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, ძალიან დიდი შეცდომაა, როცა მელაშვილი იმეორებს დანაშაულებრივ გამონათქვამს, რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია. მისივე განცხადებით, ეს ადგილები, რომელზეცაა საუბარი, საქართველოს ტერიტორიაა.

„დიდი შეცდომაა რასაც აკეთებს. რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია. ისინიც, ვინც ტაშს უკრავენ, დამნაშავეები არიან. ეს, ან დიდი უგუნურებაა, ან შეგნებული არამზადობა. არ მინდა განკითხვა გამომივდეს, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება. დამნაშავეა, ვინც გარეჯის გამყიდველს ტაშს უკრავს. რატომ? იმიტომ, რომ თუ საკითხში გარკვეული არ ხარ და ტაშს უკრავ, დამნაშავე ხარ! ხოლო, თუ გარკვეული ხარ და მაინც ტაშს უკრავ, მით უმეტეს დამნაშავე ხარ.

ასე მგონია, რომ ამ ხალხმა ტაშის დაკვრა კომკავშირის კრებებზე ისწავლა და დღეს აღარ იციან, სად გამოიყენონ. ესენი არიან სწორედ იმ ბოლშევიკების სულიერი მემკვიდრეები, ვისაც თვითონვე აგინებენ. რასაც ესენი კადრულობენ, ის ბოლშევიკებსაც არ უკადრიათ!“ – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას არქიმანდრიტმა ილარიონ ჭიღლაძემ.

ბრალდებული მელაშვილის განცხადება, რომ დავითგარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის, დანაშაულებრივს უწოდებს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ხორბალაძე, რომლის განცხადებით, მელაშვილი კარტოგრაფიაში არის აბსოლუტური ნული.

„ეს არის დანაშაულებრივი განცხადება. არ არის ბატონი ივერი მართალი და ვინც ამ პოზიციას იცავს, ისინიც არ არიან მართლები. ისეთ პოზიციას იცავენ, რომელსაც თვითონ აზერბაიჯანი არ ამბობს. ჩვენ ძალიან ბევრი დოკუმენტი გაგვაჩნია ქართული მხარის სიმართლის და ის, რომ კომისია არასწორად აკეთებდა, ამის დამადასტურებელი ბევრი დოკუმენტი მაქვს.

არაერთხელ მაქვს დასაბუთებული, რომელზეც ბატონი ივერი ერთი და იმავე პასუხს მცემდა, რომ მე ვარ დილეტანტი და არ მესმის... გამიზნული იყო, ვინმემ დაავალა - არ ვიცი. ფაქტია, რომ თვითონ კარტოგრაფიაში არის აბსოლუტური ნული. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს არ მოსწონთ 1938 წლის მდგომარეობა და 1: 200 000–იანი მასშტაბის რუკა, მაგრამ ის, რომ ეს რუკა არ არის ლეგიტიმური, დამახინჯებულია, ასეთ სისულელეს ისინი არ ამბობენ“, – აცხადებს ნოდარ ხორბალაძემ.

საგარეჯოს რაიონის ყოფილი მიწათმომწყობი, ალექსი მათიაშვილის განცხადებით, მან ივერი მელაშვილს გადასცა რუკა, რომელიც ადასტურებდა, რომ ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი არის საგარეჯოს რაიონის განკარგულებაში. მისი თქმით, ეს იყო უნიკალური რუკა, რომელიც მელაშვილმა ჯერ გამოართვა და შემდეგ მიზანმიმართულად გადამალა.

„მელაშვილთან მქონდა შეხება. გავიგე, რომ მელაშვილი იყო საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე. დავურეკე მელაშვილს და ვუთხარი – ივერი, არ შეცდე საგარეჯოს რაიონის საზღვრის დადგენაში, ძალიან გთხოვ ჩამობრძანდი ჩემთან, მე მაქვს ზუსტი რუკა და გათხოვებ–თქო. რა თქმა უნდა, ჩამოვიდა და რომ ნახა ეს რუკა, დაჭყიტა თვალები, ძალიან კარგი რუკა არისო.

იმ რუკით, რომელიც მელაშვილს მივეცი, ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი, ადგილი, სადაც 300 ბერი ჩახოცეს, სწორედ საგარეჯოს რაიონის განკარგულებაში იყო. ეს რუკა წაიღო, მაგრამ არ დამიბრუნა. მეტიც, ტელეფონის ნომერიც გამოცვალა, რომ არ დამერეკა, დამემალა. სპეციალურად თქვა მელაშვილმა, რომ რუკები მოძველებულიაო. თვითონ არის მოძველებული. ეს არის უგუნური ადამიანი. აბა მომიტანოს მელაშვილმა ის რუკა, თუ სწორი არ არის! დამიმტკიცოს მელაშვილმა, რომ მოძველებულია ის რუკა, რომელიც მივეცი და აი, მაშინ მოხვდება ცხვირ–პირში!“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ალექსი მათიაშვილმა.

ვიცე–სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ივერი მელაშვილის პოლიტიკური წიაღსვლები ნაკლებად საინტერესოა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, პროკურატურის მტკიცებულებები არის თუ არა შესაბამისობაში იმასთან, რასაც ეს ადამიანი ამბობს.

„აღმაშფოთებელია და სრული ლუსტრაციაა ის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღო ის განცხადება, რომ დავითგარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და არავითარ რუკებზე საუბარი არ არის, ივერი მელაშვილი სრულად მხარდაჭერილია თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს არის ფაქტი და ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. ამ ფაქტიდან გამომდინარე, იმ ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ. სასამართლო წინ არის, გირაოთი გამოშვება იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა იჯდეს და თავის განაჩენს ელოდებოდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი დოკუმენტი არის 1938 წლის რუკა, რომლის თანახმად დავითგარეჯი საქართველოს შემადგენლობაში არის. თუმცა კომისიის წევრმა ამ რუკით არ იხელმძღვანელა იმ მოტივით, რომ აზერბაიჯანს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არ გაანაწყენებდა. მაგრამ არის ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი, მელაშვილის კომისიამ კავკასიონთან, დიკლოზე უკვე რუსეთის სასარგებლოდ დათმო 4 200 კვადრატული კილომეტრი. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ უკომენტაროდ ტოვებენ ფაქტს, როგორ მოხდა 4 200 კვ–მ რუსეთის მფლობელობაში.

კომისიის ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა, კომისიის წევრმა, კარტოგრაფმა ჯანო კეკელიძემ, რომელმაც კომისია 2011 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა. აწ უკვე გარდაცვლილმა კარტოგრაფმა „კვირის პალიტრასთან“ დეტალურად ისაუბრა როგორ მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას ღებულობდა კომისია, ივერი მელაშვილმა და კომისიამ როგორ დათმეს რუსეთის სასარგებლოდ 4 200 კვადრატული კილომეტრი.

„კომისია იმიტომ დავტოვე, რომ არაფერს აკეთებდა! სპეციალისტებს არც ინიციატივის გამოჩენის საშუალებას აძლევდნენ და არც საქმის კეთებისა. შეიძლება, კომისიიდან ინფორმაცია ჟონავდეს? გავოგნდი, როცა ჩვენი მასალების ქსეროასლები სომხებმა დამიდეს წინ! ერთხანს ვიბრძოლე, ვიყვირე, მაგრამ მივხვდი, ვერაფერს გავხდებოდი და პროტესტი კომისიის დატოვებით გამოვხატე.

საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში, ვის უმალავენ ან რატომ? ამ მალვა-მალვაში დაკარგეს 42 კვადრატული კილომეტრი. დიკლოს მთა ჩეჩნების, დაღესტნელებისა და საქართველოს გეოგრაფიაში ფიქსირებულია როგორც საერთო შეხების წერტილი. იმ ბრიყვებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამ წერტილის გადმოსაწევად რუსები 1957 წლიდან იბრძოდნენ.

კომისიის წევრებმა წერტილის გადმოწევას ისე მოაწერეს ხელი, ვითომ არაფერიაო. ეს რომ გავიგე, ერთი ამბავი ავტეხე. მითხრეს, გავგზავნით ნოტას და ამაზე ხელახლა ვისაუბროთო. როგორც თქვენ გაუგზავნეთ რუსებს ნოტა, ისე გაუგზავნა კომისიამაც. ხმა რომ ამოვიღე, აქეთ დამიწყეს ყელყელაობა: შენ კომისიის წევრი ხარ და როგორ გვაკრიტიკებო. პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე, იმიტომაც არ მოვითმინე“, – აცხადებდა ჯანსუღ კეკელია.

რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განცხადებით, მაშინ დემილიტაცია–დემარკაციის კომისიის სხდომა არ გამართულა, რუსებმა პირდაპირ თქვეს, რომ არ უნდათ კომისიის სხდომის ჩატარება და შესაბამისად, როგორც არეშიძე აცხადებს, არც ტარდებოდა.

„რაზე შეიძლება ვისაუბროთ, არ ვიცი როგორ შეიძლება შეფასდეს მელაშვილის განცხადება. ასეც რომ იყოს, ჭკვიანმა და გონიერმა კაცმა ეს ხმამაღლა არ უნდა თქვას. დავუშვათ, რომ მელაშვილი შეიძლება აფექტში იყო და ნერვიული გადატვირთვა ჰქონდა, მაგრამ დანარჩენება მიიღეს ეს, როგორც სიმართლე და ჭეშმარიტება, ეს არის ჩვენი უბედურება და ამ ადამიანების უდიდეს ნაწილს ჰქვია ქართული პოლიტიკური ელიტა, რომლებიც ამინდს ქმნიან პოლიტიკაში და რომლებიც ამომრჩევლის მანდატით არიან აღჭურვილი.

ილიჩოვა და მელაშვილი რაში იყო დამნაშავე, ეს გამოძიების საქმეა, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩადენილია სახელმწიფო დანაშაული და ეს ფაქტია. კვალიფიცირდება თუ არა, როგორც სამშობლოს ღალატი? – კვალიფიცირდება. მე მაქვს კითხვები, რომელზეც ვერაფრით ვერ მივიღე პასუხი. კერძოდ, წლების განმავლობაში კომისიას რატომ ტოვებდნენ განრისხებული ადამიანები, რომელებიც არ იღებდნენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას და განსაკუთრებით კარტოგრაფები? რატომ მოხდა, რომ 2006 წლის შუალედურ დასკვნის მერე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები? თუ აზერბაიჯანის ტერიტორია იყო, რატომ მანამდე არ იდგნენ? რატომ მოხდა, რომ შუალედურ დასკვნას ხელი არ მოაწერა ქართული მხრიდან კომისიის თავმჯდომარემ და მოაწერა მელაშვილმა ხელი?

ბევრი კითხვებია, რომელზეც პასუხი ვერ მივიღეთ. ხელისუფლებასთან მაქვს პრეტენზია, თუ რამე მიზეზით მოხდა ამ ადამიანების გამოშვება, ან თუ ჩათვალეს, რომ არ არიან დამნაშავენი, მაშინ უნდა ახსნან. პროკურატურა ამბობს დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენო, მაგრამ ესენი იძახიან, არაფერი არ გვიღიარებია და არავისთან არ ვთანამშრომლობთო. ამის მერე პროკურატურას უნდა ეთქვა საზოგადოებისთვის, რა ხდება, არ შეიძლება საზოგადოება დატოვო გაურკვეველ ვითარებაში. არავინ არ დათმობს ამ საქმეს! ისეთი შთაბეჭდილება შემექნა, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი ცდილობს საკუთარი დანაშაულის დამალვას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ საქმე პოლიტიკური გუშინდელი დღიდან გახდა, როდესაც ბრალდებულები გირაოს სახით გაანთავისუფლეს.

„ვერ გეტყვით, რა ხდება გამოძიებაში, რადგან არ მაქვს ინფორმაცია. მაგრამ პოლიტიკურად რომ შევაფასოთ, ფაქტი ერთია – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენის მცდელობა. ნაციონალებს მორიგი მაშველი რგოლი გადაუგდეს. ეს მერამდენეა? თვლა ამერია. საზოგადოებაში აღშფოთება მაღალია. დუღილის ტემპერატურა მაღალია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი ასე არ დასრულდება. გაგრძელება უდავოდ ექნება და საზოგადოება ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. რას ველოდები? – ვერ გეტყვით, ნამდვილად მიჭირს კომენტარის გაკეთება, რადგან ოპოზიცია და ხელისუფლება არაპროგნოზირებადი ნაბიჯებით გამოირჩევიან, თუმცა აუცილებლად დადგება დრო და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

 

 

Aburjga Tasmanieli ეხ ლავრენტი პავლოვიჩ როგორ მოგვანატრეთ თავი?! როგორ გვჭირდებით რომ იცოდე, წამოდგებოდი და საქართველოს მტრებს შენებურად გაუყენებდი იმ გზას რასაც იმსახურებენ!
3 წლის უკან
ლაზი გუშინდლამდე ეს არსება მეცოდებოდა , როგორც გარემოებათა მსხვერპლი. ახლა კი მართლა მეცოდება. ეს ვინ ყოფილა კაცო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
3 წლის უკან
kolxi ეს ნაგავი, დამპალი სამშობლოს გამყიდველები...
3 წლის უკან
kolxi ამათი სურათის დანახვაც კი ზიზღს იწვევს!!!...
3 წლის უკან
ლევანი ეს რა სამაგალითო ნაბიჭვარი ყოფილა. ოღონდ ციხეს დაუძვრეს და 100 იმდენ ტერიტორიას აჩუქებს აზერებს! დამპალი თესლის ნაყოფი!
3 წლის უკან
არაგველი641 ნაბიჭვარი მელაშვილი! კარგი სახელი მოვუძებნე, ასე ახსენეთ ხოლმე ყოველთვის
3 წლის უკან