შერყეული ჯანმრთელობა და ოპერაცია - „მემკვიდრის ძიება“ - ვინ შეცვლის ვლადიმერ პუტინს?

შერყეული ჯანმრთელობა და ოპერაცია - „მემკვიდრის ძიება“ - ვინ შეცვლის ვლადიმერ პუტინს?

„რუსეთის პრეზიდენტი ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელია, ვლადიმერ პუტინს მენტალური პრობლემები აქვს“, - ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ განუცხადა. იგი ჩვენთან  უკრაინის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენის შინაარსზე საუბრობს.

სახელწოდებით „თეთრ წიგნში“ ვკითხულობთ, რომ ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რუსეთში ძალაუფლების გადაბარების პროცესი დაიწყო. დოკუმენტში არის ცალკე თავი, „რუსეთიდან წარმოშობილი საფრთხეები“, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო აშკარა ხდება და სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ფუნქციების ფიზიკური შესრულება მისთვის შესამჩნევ სირთულეს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით რა ინფორმაციას ფლობთ და რისი თქმა შეგიძლიათ, ბატონო ვახტანგ?

- პუტინს მენტალური პრობლემები აქვს, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეა საუბარი. როგორც ვიცი, ჰქონდა დემენციის ნიშნები. იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერად გრძნობს თავს. მთელი მმართველობის პერიოდში, ჯანმრთელობით სტალინსა და ალექსანდრე მესამის ჯანმრთელობას შეიძლება შევადაროთ. ასე რომ, პუტინმა მოხსნა რეკორდი.

ერთი ნიუანსი არის, რომ პუტინმა უკვე დაიწყო თავისი მემკვიდრის ძიება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკრაინის საგარეო დაზვერვას უნდა, სასურველი რეალობაში წარმოაჩინოს, თუმცა გარკვეულ საკითხებში ვეთანხმები, პუტინს მობეზრდა ამდენი ხნის განმავლობაში იყოს მმართველი, მას ურჩევნია იყოს ეროვნული ლიდერი, ვიდრე მმართველი. მან უკვე დაიწყო ოპერაცია „მემკვიდრე“.

არ გამოვრიცხავ, რომ ნავალნის გაჟღერებული სასახლის ამბავს შესაძლოა პუტინი იყენებდეს და ამით ცდილობდეს მოსინჯოს ნიადაგი, როგორი რეიტინგი აქვს ნავალნის. მოამზადოს თავისი წასვლით რაღაც საფუძველი.

პუტინი არ არის მარტივი პოლიტიკოსი. ასეთ შეცდომას არ დაუშვებდა, რომ მან პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყანაში ოპოზიცია, მას შემდეგ, რაც პოლიტკოვსკაია და ბორის ნემცოვი იქნა ფიზიკურად ლიკვიდირებული პუტინის პირდაპირი დაკვეთით. შესაბამისად, მოახდინა დისკრედიტაცია დანარჩენი ლიბერალური დემოკრატიული ოპოზიციისა, რომელიც დღეს არ არსებობს.

ნავალნი არის ულტრანაციონალისტური ოპოზიციის წარმომადგენელი. ხელისუფლებაში თუ ნავალნი მოვიდა, პუტინსა და ნავალნის შორის დიდი განსხვავება არ იქნება.

შესაძლოა თუ არა, ამ შემთხვევაში ნავალნი მივიჩნიოთ პუტინის ერთ-ერთ მემკვიდრედ?

- ეჭვი მეპარება ნავალნი იყოს პუტინის მემკვიდრე. პუტინს ჰყავს თავისი დაახლოებული წრე.

მაშინ, კონკრეტულად ვინ შეიძლება იყოს ის?

- ერთ-ერთი მათგანი არის ალექსანდრე დიუმინი, რომელიც არის ტულის გუბერნატორი და რომელიც თავის დროზე იყო პუტინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოადგილე. შემდეგ იყო სპეციალური ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც მოახდინა ყირიმის ოკუპაცია. ამის გამო მან მიიღო ეროვნული გმირის წოდება, არის გენერალ-ლეიტენანტი. იგი ითვლება ყველაზე წარმატებულ გუბერნატორად და პუტინისაგან ყველანაირ მხარდაჭერას ავითარებს. არ არის გამორიცხული, დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად და უკვე დაიწყოს ოპერაცია „მემკვიდრე“.

აღსანიშნავია ისიც, რომ იური გავრილოვი დიუმინის კაცია. არ გამორიცხავ, რომ ივანიშვილს და კობახიძეს ჰქონდათ ეს ინფორმაცია. როგორც ჩანს, მასთან უნდოდათ ურთიერთობის დამყარება. ამიტომ იყო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანეს და გაუმართეს დიდი ზარ-ზეიმი. უბრალოდ, იმაში შეცდნენ, რომ თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს, თორემ მათი ოპერაცია საკმაოდ კარგად მიდიოდა. გავიდოდნენ პუტინის რეალურ მემკვიდრეზე.

მეორე ვარიანტი - არ არის გამორიცხული, ეს იყოს პატრუშევი, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრია, ან ნარიშკინი, რომელიც არის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი.

როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის რა შეიცვლება ვლადიმერ პუტინის შეცვლის შემთხვევაში?

- თუ პუტინი დარჩევა ეროვნულ ლიდერად, არაფერი შეიცვლება, იგივე პოლიტიკა დარჩება. თუ პუტინის მემკვიდრე მოვა, ეჭვი მეპარება საქართველოს მიმართაც შეიცვალოს სიტუაცია, თუ უფრო არ დაიძა. პუტინმა შექმნა საკმაოდ მყარი მონოლითური ვერტიკალური სისტემა, რომელიც არცთუ ისეთი იოლია.

მოხდა გამოსვლები, მაგრამ ეს იყო სპონტანური. საბოლოოდ, მოახერხეს ნავალნის წარმატებულად ბლოკირება და სამწუხაროდ, მან არავითარი ეფექტი არ იქონია საერთო პოლიტიკურ სისტემაზე.

პუტინმა ისეთი კონსტიტუციური ცვლილება განახორციელა, რომ მას შეუძლია კიდევ უვადოდ გადაწიოს და იყოს ქვეყნის პრეზიდენტი.

Aburjga Tasmanieli " პუტინს მენტალური პრობლემები აქვს, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეა საუბარი. როგორც ვიცი, ჰქონდა დემენციის ნიშნები"... კარგი რა ბატონო ვახტანგ ... არ გინდათ! რა დემინიცია , რის დემინიცია?! კაცი 3-4 საათიან პირისპირ სიტყვა პასუხის სეანსებს მართავს ყველა ქვეყნის მტრულად განწყობილ ჟურნალისტებთან თავს უამრავი ექიმი დასტრიალებს, კარგს სვამს, კარგად იკვებება... არც და ძმის სახელებს ურევს, კარგად იცის პრეზიდენტი რომაა, არც ისე ხნიერია, 67 წლის! საიდან ასეთი ცნობები დემინიციაზე?!
3 წლის უკან
DDD ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
ჭერში შავდე, გამხმარიყო,
ჩამოვიღე – დამბალიყო.
დიდ ქვაბში არ ეტეოდა,
პატარაში ლაღად იყო,
ასმა კაცმა ვერ შეჭამა,
ერთი კაცის ლუკმა იყო.

ქართული ხალხური პარადოქსი

სტატია - ქართული პოლიტიკური და ექსპერტული პარადოქსი.

ისე, ვინც ნავალნისნაირ კრიმინალს პრეზიდენტობის კანდიდატად ან ოპოზიციის ლიდერად დაასახელებს, ისიც პარადოქსია.

ბმული
3 წლის უკან
Katana . ეჭვი არ მეპარება, რომ ვახტანგ მაისაიას ნანახი აქვს ამერიკელი ძალიან მაგარი ჟურნალისტის, იურისტის და საოცრად მომზადებული, ძალიან აგრესიული და შეუპოვარი მეგინ კელის ინტევიუები პუტინთან (ვისაც აინტერესებს, ამითი დაიწყოს: ბმული რომელშიც პრეზიდენტმა 20-ით 0-ზე მოუგო დისკუსია უმაგრეს ჟურნალისტს.
ამ იტერვიუების მაყურებელი რომ უკრაინის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით დაასკვნის, პუტინს დემეცია სჭირსო, ნამდვილად არ შეესაბამება იმ წარმოდგენას, რაც ბ-ნ მაისაიაზე მქონდა დღემდე.
მწუხვარ!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული )))
3 წლის უკან
Katana .შეიძლება ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ აქ "პუტინისტები" შევიკრიბეთ და მას ვქომაგობთ.
არა!
მე პირადად ობიექტურობას ვქომაგობ და მიმაჩნია: როგორც არ უნდა გეჯავრებოდეს მტერი, მისი რეალური ღირსებები (თუ ასეთი რამ გააჩნია), არ უნდა დააკნინო! - გავიხსენოთ ნაპოლეონის აღტაცება პეტრე ბაგრატიონით!.. გავიხსენოთ ჩერჩილის სიტყვა, რომელშიც უმაღლეს შეფასებას აძლევს სტალინს!
სიტყვამ მოიტანა და ერთი ამბავიც გავიხსენოთ:
1941 წელს, როცა ჰიტლერის სამხედრო შენაერთები, მიუხედავად საბჭოთა ჯარების წინააღმდეგობისა, წარმატებით აგრძელებდნენ სვლას ქვეყნის სიღრმისკენ, საბჭოური პროპაგანდა, სატირიკოსების ხელით, ყველანაირად ამცირებდა ჰიტლერსა და მის გარემოცვას, სულელებად და მხდლებად წარმოსახავდა მათ. ეს გრძელდებოდა, სანამ სტალინმა არ მოიცალა მაგათთვის და არ ბრძანა, - რა გამოდის, ე.ი. სულელებს და მხდლებს ვებრძვითო?! სულელები და მხდლები აიძულებენ ჩვენს არმიას, უკან დახევის რეჟიმში იყვნენ მთელ ფრონტზეო?! პირიქით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მტერი არის ძალიან ძლიერი, ძალიან ჭკვიანი და ვერაგი, მაგრამ არ არის უძლეველი და ჩვენ მას აუცილებლად დავამარცხებთო!..
3 წლის უკან