დღეს დილით მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ „სამეფო კლუბის“ ლეგენდის სტატუსი მიიღო.
ამ საპატიო წოდებას მადრიდის „რეალის“ გამოჩენილი მოთამაშეები ღებულობენ.
ამ კლუბის წევრები ფერენც პუშკაში, პირი, ალფრედო დი სტეფანო, ამანსიო, ემილიო ბუტრაგენიო, ჰენტო, რაული და სხვები არიან.
პორტუგალიელი ვარსკვლავთბიჭუნა კლუბის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელია. მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი, თამაშში საშუალოდ 1.02 გატანილი ბურთია.
რონალდომ მადრიდული კლუბის მაისურით 179 ოფიციალურ შეხვედრაში იასპარეზა და 182 გოლი გაიტანა.
„რეალის“ ყველა დროის ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი რაული გახლავთ. მის ანგარიშზე 741 მატჩში შეგდებული 323 ბურთია.
ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, „რეალის“ ერთ-ერთ საშინაო შეხვედრაში, კრიშტიანო რონალდოს ამ გუნდის საპატიო ლეგენდის წოდებას ოფიციალურად მიანიჭებენ.
ამ საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილეობას ბუტრაგენიო, ჰენტო და პირი მიიღებენ.