დასაქმების სააგენტომ 19 წლის გოგონას საროსკიპოში მუშაობა შესთავაზა

დასაქმების სააგენტომ 19 წლის გოგონას საროსკიპოში მუშაობა შესთავაზა

გერმანიის ქალაქ აგსბურგში ახალი სკანდალი მწიფდება. 19 წლის გოგონამ სახელმწიფო დასაქმების სააგენტოსგან წერილი მიიღო - მას მუშაობა საროსკიპოში შესთავაზეს. მართალია გოგონას საროსკიპოში მხოლოდ ბარმენის პოზიცია შესთავაზეს, თუმცა წერილის გახსნის შემდეგ მასაც და მის დედასაც ნერვული შეტევა დაემართათ.

სახელმწიფოს დასაქმების სააგენტოს წერილში სამსახურის მაძიებლისთვის შესაბამისი მოთხოვნაც მითითებულია - ”ჩაცმის შესაბამისი სტილი”. ამბავს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.

საროსკიპოები გერმანიაში ლეგალური 2002 წლიდან გახდა. სწორედ ამიტომ დასაქმების ბირჟას თავისუფლად შეუძლია მსურველებს მსგავს დაწესებულებებში სამსახური შესთავაზოს.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.