ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:
„ვისაც რუსეთის ამბები აინტერესებს.
თავისი ისტორიის მანძილზე, რუსი ხალხი არასდროს აჯანყებია ავტორიტარიზმს, ტოტალიტარიზმს ან ტირანიას!
ის რუსული რევოლუცია, 1917 წლისა, რუსეთის ისტორიაში ყველაზე ადამიანური, რბილი და სამართლიანი ( ყველაფერი შედარებითია!) წყობის და მმართველობის დროს მოხდა!
რუსი ხალხი დღესაც ( როგორც პრაქტიკულად ყოველთვის) ცხოვრობს თავის ბუნებრივ მენტალურ-კულტურულ და სოციალურ-ღირებულებითს გარემოში!
ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსებს ყელში ამოუვათ კრემლის უსაზღვრო ძალაუფლება და სადისტური მართვის სტილი - სულ ტყუილად!
დღევანდელი რუსეთის დასუსტება (აქ - ტრანსფორმირება) მხოლოდ ეკონომიკური და უფრო მეტად - საგარეო და ეთნიკური ფაქტორებით შეიძლება მოხდეს“.