გიორგი კახიანის განმარტავს, რატომ ექნება პარლამენტის ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება ფრაქციების გარდა, დეპუტატთა ჯგუფს

გიორგი კახიანის განმარტავს, რატომ ექნება პარლამენტის ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება ფრაქციების გარდა, დეპუტატთა ჯგუფს

თუკი პარლამენტის სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება ფრაქციებს აქვს, დაგეგმილი ცვლილებებით, ამის შესაძლებლობა პარლამენტის წევრთა ჯგუფსაც ექნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება ექნება არამხოლოდ ფრაქციას ან დეპუტატთა 7-კაციან ჯგუფს, როგორც ეს მოქმედი რეგლამენტით არის დადგენილი, არამედ უბრალოდ, ჯგუფს.

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარლამენტში არსებული მოცემულობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. მომზადებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ოპოზიციონერი წევრების კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეებად და სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას ეხება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, 25 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე წარედგინება.