მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის მხრიდან პოლიტპატიმრების საკითხის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს

მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის მხრიდან პოლიტპატიმრების საკითხის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „მოქალაქეების“ ლიდერის მხრიდან პოლიტპატიმრების თემის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს და ამაში მისი დაბულინგების ნიშნებს ხედავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პოლიტპატიმარი მართლა არ ჰყავს ამ ქვეყანას და ხომ შეიძლება დაიჯეროთ. მაინცდამაინც პოლიტიკური პატიმარი დახურულ შეხვედრაზე ხომ არ უნდა ეძახო, სამჯერ თუ ოთხჯერ ჩავუჭერი, თუმცა მაინც აბრუნებდა ამ შეკითხვას. ობიექტურად თუ აფასებ, როგორ შეიძლება ფიქრობდე, რომ პოლიტპატიმარი გვყავს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, რომელიმე პატიმრის გათავისუფლებაზე საუბარი პოლიტიკოსთან არ შეიძლება, ეს მისი საქმე არ არის. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების საკითხს, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციაშიც დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა თუმცა ამბობენ: „მაინც უნდა მივაწვეთ“.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.