თეა წულუკიანი: აგვისტოს ომის საქმეზე დაკარგულ მტკიცებულებებს სანთლით ვეძებდით და გამარჯვების მოპოვება შევძელით 

თეა წულუკიანი: აგვისტოს ომის საქმეზე დაკარგულ მტკიცებულებებს სანთლით ვეძებდით და გამარჯვების მოპოვება შევძელით 

ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ჩვენი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, ჩვენი კოორდინაციით და ხელშეწყობით, რადგან მხარე ვიყავით, 33 მოწმე იქნა წარდგენილი სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რაც მანამდე გაკეთებული არ ყოფილა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ამასთან, წულუკიანმა აგვისტოს ომის საქმეზე დაკარგულ მტკიცებულებებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ისკანდერზე", ჭურვის ნამსხვრევებზე, რომელიც შენახული არ იყო.

როგორც წულუკიანი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის" დროს გამქრალ ამ მტკიცებულებას იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად სხვა უწყებებიც „სანთლით ეძებდნენ"და საბოლოოდ, წულუკიანის თქმით, ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანეს. თუმცა, წულუკიანის თქმით მთაარი მიზანი მშვიდობიანი დოკუპაციის საბოლოოდ მიღწევაა.

„ასევე, ბუნებრივია, ის ისკანდერი, რომელიც რუსულმა მხარემ გორში ჩამოაგდო, არ არსებობდა ამ ჭურვის ნამსხვრევები. არ იყო ამოღებული, არ იყო შენახული სათანადოდ და სერთოდ არ იძებნებოდა. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" დროს გამქრალი მტკიცებულება იყო, რასაც იუსტიციის სამინისტროს გუნდი, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეტა სამინისტრო, ეს უწყებები მართლაც სანთლით ვეძებდით. უკვე ჩვენი მმართველობის პირობებში და რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის" არცე რთი წევრი ამ ძებნაში და ამ ძალისხმევაში არ გვეხმარებოდა, ეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს. შემდეგ აღმოჩდნენ საჯარო მოხელეები, ვისაც გარკვეული ინსტიტუციური მეხსიერება ჰქონდათ დ მიგვანიშნეს გარკვეულ ანგარზე, სადაც შესაძლო იყო დაყრილი, მიმოფანტული ყოფილიყო ისკანდერის ნამსხვრევები. ჩვენ პროკურატურასთან და სუსთან ერთად, სწორედ ამ ნამსხვრევებს მივაკვლიეთ, ამოვიღეთ და სწორედ აქედან დაიწყო პერიპეტია ისკანდერის მთავარი აფეთქებული კორპუსის მოსაძიებლად, ვინაიდან რუსეთი ცინიკურად აგრძელებდა იმის თქმას, რომ ფოტოშოპია, დამუშავებულია ფოტო-ვიდეო მასალა და ისკანდერი ბუნებაში არ არსებობს.

მაგრამ ჩვენ ეს ბრძოლა თქვენ გარეშე შევძელით, ჩვენ ეს ბრძოლა მივყვანეთ გამარჯვებამდე და დღეს ქართველმა ჯარისკაცმა იცის, რომ უწყებათაშორისი ამ უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგად, როდესაც ათასობით მოწმე დაკითხა პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და ჩვენი დიპლომატები იყვნენ ამაში ჩართული. ჩვენ შევძელით, რომ მოგვეპოვებინა ეს გამარჯვება. ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ჯარს, ეს გამარჯვება ეკუთვნის ჩვენს ხალხს და საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, როდესაც ეს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში შევიდა 2008 წლის აგვისტოში, გვყავდა მთავარსარადალი, რომელიც ომის დროს ძირს ფორთხავდა, რომელიც მტკიცებულებებს ვერ ინახავდა და რომელსაც დღეს ჰგონია, რომ რაღაცა ტიპის ბრძოლაში გაიმარჯვა. თუმცა ეს გამარგინალებული ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენ ნელ-ნელა ჩვენი ასპარეზიდან ჩავაჩოჩოთ და მივხედოთ საქმეს, საქმე, რომელიც არის მშვიდობიანი დოკუპაციის საბოლოოდ მიღწევა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.