ცნობილი ადამსი - კრისტინა რიჩი ქმრის მიერ ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ ალაპარაკდა

ცნობილი ადამსი - კრისტინა რიჩი ქმრის მიერ ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ ალაპარაკდა

სატელევიზიო სერიალის - ადამსების ოჯახის ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი მსახიობი - კრისტინა რიჩი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა. 40 წლის ლამაზმანმა განაცხადა რომ გასულ ზაფხულს, ლოქდაუნის პირობებში რამდენჯერმე აღმოჩნდა მეუღლის მხრიდან ფიზიკური თუ მორალური ძალადობის მსხვერპლი.

რიჩის თქმით, ის ნერვიულობს საკუთარ და ექვსი წლის შვილის - ფრედის უსაფრთხოებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მის მეუღლეს - ჯეიმს ჰერდეგენს აეკრძალა დედა-შვილთან 90 მეტრზე მეტად მიახლოება და ნებისმიერი სხვა სახის კონჰტაქტი აეკრძალა.