2021 წლის 20 იანვარი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე მთელი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო, ქვეყანამ გასული წლის 3 ნოემბერს ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აირჩია, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს დასრულდა. ქვეყნის პირველმა პირმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა ქამალა ჰარისმა კუთვნილი თანამდებობა დაიკავეს და უკვე ოფიციალურად შეუდგნენ საქმიანობას.
საზოგადოების ყურადღება ინაუგურაციის შემდგომ ქამალა ჰარისის ჩაცმულობამ მიიპყრო, რომელმაც მნიშვნელოვანი დღისთვის Christopher John Rogers-ისა და Sergio Hudson-ის სამოსი, აქსესუარებად კი Wilfredo Rosado-ის სამკაულები მოირგ., სოციალურ მედიაში სიმპსონების ერთ-ერთი სერიის ფოტოები გავრცელდა, სადაც სოციალური ქსელის გამომწერები და უცხოური გამოცემები მიიჩნევენ, რომ სიმპსონებმა ქამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობა იწინასწარმეტყველეს.
როგორც გახსოვთ, სიმპსონებმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაც იწინასწარმეტყველეს, შემდეგ კი კობი ბრაიანტის გარდაცვალება, ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლებიც რეალურად მოხდა. "სიმპსონებმა" კორონავირუსის გავრცელება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ 1993 წელს იწინასწარმეტყველეს, თუმცა იმავე სახელი სერიებში ნახსენები არაა (დაავადება, რომელიც ვრცელდება მას Osaka Flu ჰქვია), ასევე 2007 წლის სერიაში ჩანს ტომ ჰენკსი რომელიც თვითიზოლაციაშია.